ქეით უინსლეტი ძალიან განსხვავდება იმ ცნობილი ადამიანებისგან, ვინც საკუთარ კარგად დამუშავებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში დებენ. პირველ რიგში, მსახიობი ფოტოშოპის სასტიკი წინააღმდეგია, მეორეც – მის ოფიციალურ გვერდს ვერ ნახავთ ვერცერთ სოციალურ ქსელში.
Sunday Times-თან ინტერვიუში უინსლეტმა განაცხადა, რომ არ აძლევს შვილებს ნებას, სოციალური ქსელებით ისარგებლონ. ქეითს 15 წლის მია, 11 წლის ჯო და 2 წლის ბეარი ჰყავს.
„სოციალური ქსელები მოზარდებზე ძალიან ძლიერად მოქმედებს, განსაკუთრებით კი გოგონებზე : ცდილობენ, ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, სხვებსაც მოაწონონ და ზოგადად, მუდმივად ცდილობენ, ყველასთვის მოსაწონები იყვნენ, ეს კი საბოლოოდ სერიოზულ პრობლემებს აჩენს. ამიტომ ჩვენს სახლში სოციალური ქსელები აკრძალულია“ – ამბობს უინსლეტი.