მსახიობი ქეით უინსლეტი ტელეარხ ABC-ის გადაცემას „დილა მშვიდობისა, ამერიკა“ ესტუმრა. ვარსკვლავმა „ტიტანიკის“ ეკრანებზე გამოსვლიდან 20 წლის იუბილეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის და ლეონარდო დიკაპრიო ერთმანეთს დღემდე ფილმის ციტატებით ესაუბრებიან.
„მაშინ 21 წლის ვხდებოდი, ლეონარდო კი 22-ის. სულ მალე 42-ის გავხდები, ის კი – 43-ის. ეს ხომ სიგიჟეა?“ – განაცხადა მსახიობმა და დაამატა, რომ დიკაპრიო მისთვის ოჯახის წევრის ტოლფასია.
გადაცემის ფარგლებში უინსლეტმა თავის ახალ ფილმზეც, „ჩვენს შორის მთებია“, ისაუბრა, სადაც პარტნიორობას მას იდრის ელბა უწევს.
პროექტის პრემიერა ოქტომბრის დასაწყისში შედგება.