LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით უინსლეტი ახალი ფილმის გადაღებებს შეუდგა (ფოტო)

98

ქეით უინსლეტისთვის ეს წელი საკმაოდ იღბლიანი გამოდგა. „სტივ ჯობსში“ შესრულებული როლისთვის მსახიობი ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს მფლობელი გახდა. ასევე უინსლეტი წარდგენილია ამერიკის კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოზე ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის. დაჯილდოვებების პარალელურად კი, ის აქტიურ გადაღებებს უბრუნდება. ამჯერად უინსლეტი ნიუ-ორკში ახალი ფილმის გადაღებებს შეუდგა.

„თანდაყოლილი სილამაზე“ ასე ქვია  დევიდ ფრანკელის მელოდრამას, სადაც უინსლეტის პარტნიორი ენრიკე მურკიანოა. ასევე ფილმში მთავარ როლებს კირა ნაითლი, უილ სმიტი, ედვარდ ნორტონი და ჰელენ მირენი ასრულებენ. გადაღებების პირველი ლოკაცია ყინულის მოედანია, სადაც მსახიობი შავ ჯინსებსა და თბილ დუტის პალტოში გამოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები