16 თებერვალს, „სოთბის“ აუქციონზე, თემაზე „ეროტიკა: ვნება და სურვილი“ გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ლოტის სახით წარმოდგენილი იქნება ჰელმუტ ნიუტონის ფოტოები და პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული შიშველი ქალების ნახატები, თუმცა აუქციონის მთავარი ლოტი მარკ ქუინის სკულპტურა იქნება. მოქანდაკემ იოგას პოზაში ქეით მოსი შექმნა. ქმნილება მთლიანად ოქროსია და 50 კილოგრამს იწონის. ძველი ეგვიპტის დროიდან კი ეს ყველაზე დიდი ოქროს ძეგლია.
2013 წელს, „კრისტის“ აუქციონმა, რომელიც მოსის ეძღვნებოდა, 2,7 მილიონი დოლარი მოიტანა. მაშინ მოდელის ათობით სურათი გაყიდა, რომლებიც სხვადასხვა ფოტოგრაფების მიერ იყო შესრულებული.