ქეით მიდლტონი პრინც უილიამთან ერთად უიმბლდონზე ენდი მიურეისა და მილოშ რაიონიჩის მატჩს დაესწრო. მიდლტონს, რომელიც არასოდეს გამოხატავს თავის ემოციებს, ამჯერად თავის გაკონტროლება გაუძნელდა. მიდლტონი ცდილობდა მაქსიმალურად მოეთოკა თავი, როცა მატჩის დროს სამეფო აპარტამენტებიდან ადევნებდა თვალს ენდი მიურეის ფანტასტიკურ თამაშს. ფოტოგრაფებმა კი მაინც მოახერხეს ქეითის ყველაზე ემოციური მომენტების დაფიქსირება.
საბოლოოდ ენდი მიურეიმ უიმბლდონი მეორედ მოიგო. ინტერნტენში ვიდეოც გავრცელდა, სადაც ჩანს რომ გამარჯვებულს კულისებში სამეფო წყვილი შეხვდა. ქეითი, როგორც ყოველთვის, ფანტასტიკურად გამოიყურებოდა Alexander McQueen-ის საზაფხულო კაბაში.