LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონმა ყველა ოფიციალური შეხვედრა გადადო – სამეფო ოჯახში დაძაბულობაა

33

პრინც უილიამის შვეიცარული არდადეგები გრძელდება – ინგლისის ტახტის მემკვიდრე ვერბიეში მოდელების გარემოცვაში აქტიურად ისვენებს. ქსელში გამოჩნდა ვიდეოც, სადაც მთვრალი უილიამი უცნობ გოგონას ვნებიანად ეცეკვება. თვითმხილველის თქმით კი, კლუბიდან პრინცი და იდუმალი გოგო 15 წუთის ინტერვალით გავიდნენ.

ამ ამბავს, როგორც მოსალოდნელი იყო, საკმაოდ ცუდად შეხვდა მისი მეუღლე, ქეით მიდლტონი. ცნობილი ხდება, რომ მან ყველა ოფიციალური გასვლა გააუქმა და სახლიდან გასვლას არ აპირებს. ქეითი არც თანამედგობრობის დღის ცერემონიაზე გამოჩენილა, ჰერცოგინაიმ ბუკინგემის სასახლეში ანჯელინა ჯოლის მისვლაც არ ჩათვალა მნიშვნელოვან მოვლენად და მასთან შეხვედრა არ ისურვა.

სამეფო ოჯახის წარმომადგენლები ამ ყველაფერზე კომენტარს არ აკეთებენ. ქეითის უახლოესი შეხვედრა 23 მარტს, საქველქმედო ღონისძიებაზე იგეგმება. მივა თუ არა მასზე მიდლტონი, უცნობია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები