LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონმა ნორფოლკის ბავშვთა ჰოსპისი მოინახულა

122

ნორფოლკის საგრაფოს ოფიციალური ვიზიტით ქეით მიდლტონი ეწვია, რომელსაც ორგანიზება მისივე პატრონაჟით არსებულმა კომპანიამ  EACH გაუწია. მიდლტონი ქალაქ კუიდენჰამში მდებარე ბავშვთა ჰოსპისს ესტუმრა და იმ ოჯახებს შეხვდა, რომელთა ბავშვებიც აღნიშნული დაწესებულების პაციენტები არიან.

აღნიშნული ვიზიტი ქეითისთვის უკვე მეორეა, პირველად ამ ჰოსპისს ის 2014 წლის ნოემბერში ეწვია, როდესაც კამპანია მხოლოდ სტარტს იღებდა და ახალი შენობის ასაშენებლად თანხების მოძიება იწყებოდა.

სპეციალურად ამ დღისთვის, მიდლტონმა ზურმუხტისფერი პიჯაკი და ქვედა ბოლო აარჩია, რომელიც ბრენდ Hobbs-ს ეკუთვნოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები