LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონის ძმამ დის 17 მილიონად შეფასებულ  სახლში ხე თავად გადარგო (ფოტო)

124

ცოტა ხნის წინ ფოტოგრაფებმა ქეით და პიპა მიდლტონების უმცროსი ძმა ლონდონში გადაიღეს. ამჯერად კი 31 წლის ჯეიმსი პაპარაცების ობიექტივში კიდევ ერთხელ მოხვდა, ცოტა უცნაურ ამპლუაში. ჯეიმს მიდლტონი პიპას სახლთან მაშინ დააფიქსირეს, როცა ის დამხმარეებთან ერთად უზარმაზარი ხის ამოთხრას და გადარგვას ცდილობდა. ხე პიპა მიდლტონისა და მისი მილიარდელი მეუღლის, ჯეიმს მეთიუზის 17 მილონად შეფასებულ სახლში მდებარეობს.

საინტერესოა, რომ ჯეიმს მიდლტონი და ჯეიმს მეთიუზი უკვე წლებია მეგობრობენ. გასულ წელს მეთიუზმა მიდლტონის ბიზნესის სასარგებლოდ საკუთარი ფონდიდან 100 ათასი ფუნტი სტერლინგი გადარიცხა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები