LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონი საავადმყოფოში გადაიყვანეს – რა ინფორმაციას ავრცელებს კენსინგტონის სასახლე

1073
ქეით

42 წლის ქეით მიდლტონი გუშინ მერილბონში, ლონდონის კლინიკაში გადაიყვანეს.

რამდენიმე საათით ადრე კენსინგტონის სასახლემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უელსის პრინცესა ქეთრინს მუცლის არეში ოპერაცია გაუკეთეს. ქირურგიული ჩარევა გეგმური იყო და წარმატებით ჩაიარა.

42 წლის პრინცესის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ის კლინიკაში 2 კვირით დარჩება, გაწერის შემდეგ კი 2-3 თვის განმავლობაში უინძორში დარჩება და ოფიციალურ ღონისძიებაში მონაწილეობას არ მიიღებს.

უცნობია, კონკრეტულად, რა დიაგნოზით წევს სტაციონარში ქეით მიდლტონი.

დღეს, ბუკინგემის სასახლემ განაცხადა, რომ მეფე ჩარლზ III მომავალ კვირას ეწვევა საავადმყოფოს გადიდებული პროსტატის “მაკორექტირებელი პროცედურისთვის”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები