გუშინ იორდანიის პრინცი ჰუსეინი თავის რჩეულზე, რაჯვა ალ-საიფზე დაქორწინდა. იორდანიის სამეფო ოჯახმა უკვე გაავრცელა პირველი კადრები საქორწილო ცერემონიიდან, თავად ქორწილი, ცენტრალური არხების ეთერში გადაიცემოდა. ამ მნიშვნელოვან დღეს იორდანიაში მეფე აბდულასა და დედოფალ რანიას მოწვევით, იმყოფებოდნენ პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი. ბრიტანელი მონარქები იშვიათად ესწრებიან სხვა ქვეყნის სამეფო ოჯახების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს. ეს დღეს უდავოდ, გამონაკლისია, რადგან პრინცი ჰუსეინის ქორწილზე პრინცესა ბეატრისიც ჩავიდა.
დღესასწაულის ამსახველი ფოტოებიც დღეს რამდენიმე გამოცემამ გაავრცელა, სადაც პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონიც ჩანან. მიდლტონი ქორწილზე ბრწყინავდა „ელი სააბის“ ულამაზეს ვარდისფერ კაბაში, რომელიც 2017 წელს არის შექმნილი.
3400 დოლარიან ულამაზეს მწვანე კაბაში გამოწყობილი ქეით მიდლტონი ანა ფროიდის ცენტრს ესტუმრა