ქეით ჰადსონი მომღერალ სიას სადებიუტო ფილმისთვის განსაკუთრებით მოემზადა: რამდენიმე კვირის წინ მსახიობმა იმიჯი შეიცვალა და თმა გადაიპარსა. ამჯერად კი პაპარაცებმა ის ლოს-ანჯელესში, გადასაღებ მოედანზე დააფიქსირეს. ჰადსონს სპორტული ფორმა ეცვა და მამაკაცს ჰგავდა. მის გარდა კადრში მედი ზიგლერი და ლესლი ოდომ-უმცროსი მოხვდნენ.
სიას სადებიუტო ნამუშევარს ”დები” ჰქვია, თუმცა მისი სიუჟეტი მკაცრად გასაიდუმლოებულია. ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ მომღერალმა მისი სიუჟეტი 7 წლის წინ დაწერა.