LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით ჰადსონი მხოლოდ პირად სტილისტს ენდობა –  მსახიობი სალათისფერ ანსამბლში გადაცემის ჩაწერაზე

276
driberimor

ქეით ჰადსონის ყოველი ახალი გამოჩენა მედიის დიდ ინტერესს იწვევს. ერთი იმიტომ, რომ ის ჰოლივუდის A კლასის მსახიობია, მეორეც, ის მუდამ გამორჩეულია თავისი ორიგინალური ჩაცმულობით.

ამჯერადაც ქეით ჰადსონი დრიუ ბერიმორის შოუს სტუმარი გახდა. ის სალათისფერ ულამაზეს ნაქსოვ სვიტერსა და ამავე ფერის ქვედაბოლოში იყო გამოწყობილი. ანსამბლს კი სალათისფერი ფეხსაცმელი ასრულებდა. მსახიობს ტყავის ხელთათმანი ეკეთა და ხელში ფოტოაპარატი ეჭირა.

ცნობილია, რომ ქეით ჰადსონი ფერადი სამოსის მოყვარულია, ის მუდამ პირადი სტილისტის, სოფი ლოპესის მიერ შექმნილ სამოსს ანიჭებს უპირატესობას.

ქეით ჰადსონი ძვირადღირებულ კურორტზე „ბალმეინის“ 4350 დოლარიან კომბინეზონით გამოჩნდა 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები