LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით ბლანშეტი „არმანი პრაივის“ შავი კაბით, რომელიც მას 2014 და 2019 წლებშიც ეცვა

175
ქეით ბლანშეტი

ქეით ბლანშეტი კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოების ცერემონიაზე ნომინანტთა შორის ერთ-ერთი პირველი გამოჩნდა. წელს ის წარდგენილი იყო ფილმით ,,ტარი”, რომელმაც მას უკვე მოუტანა ,,ბაფტას” ჯილდო და ,,ოსკარის” ნომინაცია.

დაჯილდოებაზე 53 წლის ლამაზმანი ბრწყინავდა „არმანი პრაივის“ მაქმანებიან შავ კაბაში, რომელიც ამჯერად ბისერებით ჰქონდა გაფორმებული. სწორედ ამ კაბით ვიხილეთ 2014 წელს ბლანშეტი „ოქროს გლობუსზეც“, იმ განსხვავებით, რომ მაშინ კაბა სულ სადა და კოჭებამდე გრძელი იყო. ამავე კაბით გამოჩნდა 2019 წელს მსახიობი კანის კინოფესტივალზე, წელს კი დიზაინში მცირე ცვლილება შეიტანა.

ქეით ბლანშეტი „ბერლინალეზე“ „ჟივენშის“ კაბით გამოჩნდა, რომელიც მას სამი წლის წინ, ,,კანის კინოფესტივალზე” ეცვა

შემოდგომის ლეგენდა – 53 წლის ქეით ბლანშეტი „ვენითი ფეარის“ გარეკანზე

„არმანის“ ვერცხლისფერი კაბა 300 კრისტალით – მომაჯადოებელი ქეით ბლანშეტი წითელ ხალიჩაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები