LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქედს ვუხრი კრძალვით შინდისელ ბიჭებს“ – ტარიელ ხარხელაური შინდისის გმირებს ემოციურ ლექსს უძღვნის

150
Untitled design

შინდისის ბრძოლიდან 14 წელი გავიდა.

დღეს მთელი საქართველო ამ ბრძოლის გმირებს იხსენებს – შინდისის 22 გმირს, რომლებმაც უთანასწორო ბრძოლაში მტერს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს.

შინდისის გმირებს ლექსს უძღვნის პოეტი ტარიელ ხარხელაური. პოეტი ამონარიდს სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

“თუკი სამყაროს დიდმა გამჩენმა

სამშობლოს დახსნა კიდევ გვაღირსოს,

როგორც პირველი ცეცხლის გაჩენა

თქვენი სახელი ვიმარადისოთ.

ვწერ,

ჩემი ქვეყნის ტკივილი მაწევს

გულზე და

შემკრთალ სუნთქვას მიმძიმებს,

ქედს ვუხრი კრძალვით

შინდისელ ბიჭებს –

სამშობლოს ნაცვლად რომ დაიძინეს…

შეგახსენებთ, 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან მტერთან ბრძოლაში ქართველი მებრძოლები მხოლოდ ავტომატებით ჩაებნენ, გადარჩა მხოლოდ 5 ქართველი ჯარისკაცი. ოცეული ორმხრივ სროლაში რუს სამხედროებს წინააღმდეგობას საათზე მეტხანს უწევდა.

ამ ბრძოლას უკავშირდება ნათლიისა და ნათლულის ისტორია. უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი მტერს არ დანებდა და ნათლულ, კაპრალ რომან ზოიძესთან ერთად თავი ყუმბარით აიფეთქა. ალექსანდრე ონიანი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, რომან ზოიძე კი ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

შინდისის გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად, რომელზეც მომავალი თაობები გაიზრდებიან – ღარიბაშვილი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები