LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქედს ვიხრი ყველა გმირის წინაშე, ვინც სიცოცხლე არ დაინანა საკუთარი სამშობლოსათვის – გიორგი კვირიკაშვილი

73

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ადგილზე პრემიერთან ერთად იმყოფებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები, ასევე ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი. მათ დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

”8 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღეა. მე მინდა, ქედი მოვიხარო ყველა გმირის წინაშე, ვინც სიცოცხლე არ დაინანა საკუთარი სამშობლოსათვის. მთელ საქართველოს გულში უნთია მათი ხსოვნის სანთელი,” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები