LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეცბაია კვიპროსიდან წავიდა: გეზი საბერძნეთისკენ?

90

კვიპროსული აპოელ-ის ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ ამიერიდან გუნდს თემურ ქეცბაია აღარ გაწვრთნის.
კონტრაქტი სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა. ქართველის ნაცვლად გუნდს გიორგოს კოსტისი გაწვრთნის.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტური რჩება, ქეცბაიას გუნდი კი 76 ქულით ლიდერია და უახლოეს კონკურენტს 4 ქულით უსწრებს.
ქეცბაიას შეეძლო კვიპროსის ისტორიაში მეორე მწვრთნელი გამხდარიყო, ვინც ორი სხვადასხვა გუნდი გააჩემპიონა.
დიდი ალბათობით, ქეცბაია საბერძნეთში, ათენის აეკ-ში გააგრძელებს კარიერას გუსტავო პოიეტის ნაცვლად. ფეხბურთის გულშემატკივრებს ალბათ გახსოვთ, რომ თემური კარიერის განმავლობაში აეკ-შიც თამაშობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები