Qatar Airways გეგმავს 250 მილიონ ევროდ ”ბარსელონას” სტადიონის სახელწოდება იყიდოს.
ყატარელ სპონსორებს სურთ მძლავრი სარეკლამო კამპანია ააგორონ 2022 მსოფლიო ჩემპიონატისთვის.
მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. სტადიონის სახელწოდება შესაძლოა 15-დან 20 წლამდე ვადით გაიყიდოს. გამოცემა AS-ის ინფორმაციით, ყატარელებმა უკვე სცადეს ”ბარსელონასთან” გარიგება, თუმცა მაშინ 250 მილიონის გადასახდელად მზად არ იყვნენ.
1957 წელს გახსნის მომენტიდან სტადიონს Estadi del FC Barcelona ერქვა, თუმცა უკვე მაშინ ატარებდა არაოფიციალურ სახელს – ”კამპ ნოუ”.
ეს სახელი ოფიციალურად 2000 წელს დამტკიცდა.