მსოფლიო ბაზარზე მალე, ქარზე მომუშავე „მაკდონალდსი“ გამოჩნდება. საქმე ისაა, რომ დიდ ბრიტანეთში ამ კონცეფციის პირველი რესტორანი იხსნება. BBC-ის ინფორმაციით, ქარის ტურბინითა და მზის პანელებით მომუშავე „მაკდონალდსი“ მარკეტ დრეიტონში, შროპშირში იქნება განთავსებული. როგორც „მაკდონალდსში“ აცხადებენ, დრეიტონის რესტორანი საპილოტე იქნება და მისი მსგავსი სწრაფი კვების ობიექტების მშენებლობა უახლოეს მომავალში სხვა ადგილებზეც დაიგეგმება.
„გვჯერა, რომ ხალხმა ჩვენი საკვები უნდა მიირთვას რესტორნებში, რომლებიც მომავლისთვის მდგრადია. სწორედ ამიტომ, მარკეტ დრეიტონი ამ იდეის რეალობად ქცევისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია“, – განაცხადა „მაკდონალდსის“ სპიკერმა ბეთ ჰარტმა.