სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი ”ქარვასლა” ახალი წლისთვის წელს განსაკუთრებულად მოემზადა. ამის შესახებ ”ფორტუნას” ”ქარვასლას” მარკეტინგის მენეჯერმა ნატალია საგინაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, სავაჭრო ცენტრი ყოველ სტუმარს სადღესასწაულო განწყობასა და გარემოს დაახვედრებს.
”მზადება დეკემბერის დასაწყისიდან დავიწყეთ. ჯერ მოეწყო ულამაზესი დეკორაციები, შემდეგ სილამაზის ფესტივალი გაიმართა. ამას ხარისხიანი ქართული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა მოჰყვა. 25 დეკემბრიდან კი ქარვასლაში საახალწლო ღონისძიებების სეზონი ფართოდ გაიხსნება”,- განაცხადა საგინაშვილმა.
საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილია: ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, სანტა კლაუსი მიიღებს პატარებს, გაიმართება საახალწლო სპექტაკლი, ასევე საახალწლო ცირკი და სხვა გასართობი ღონისძიებები.
საახალწლო ღონისძიებები სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ ”ქარვასლაში” 25 დეკემბრიდან დაიწყება და 30 დეკემბრამდე გაგარძელდება.