მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან “ქართველთა მარშის” მონაწილეებმა სოროსის ფონდის ოფისთან გადაინაცვლეს. მათ ოფისის მიმართულებით პროტესტის ნიშნად მაშხალები გაისროლეს. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები.
ამ წუთებში, პროტესტის მონაწილეები პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატის, კახი კალაძის შტაბისკენ მიემართებიან.
პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნაა დაკანონდეს, რომ უცხოელებზე მიწა არ გასხვისდეს.