LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველმა მებაჟე-ოფიცრებმა გარკვეული აპარატურის და სურსათის რუსეთში გატანის არაერთი მცდელობა აღკვეთეს – ფინანსთა მინისტრის მოადგილე

66
1609170480-კაკაურიძე-კომიტეტი-1

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ქართველმა მებაჟე – ოფიცრებმა გარკვეული აპარატურის და სურსათის რუსეთში გატანის არაერთი მცდელობა აღკვეთეს. ამასთან, მისი თქმით, არც ერთ ქვეყანას კონტრაბანდის დაკეტვის 100%-იანი საშუალება არ აქვს.

„ყოველდღიურ რეჟიმში ხდება რისკების მართვის მოდულების დამუშავება, გამომდინარე იქიდან, თუ რა რისკები არსებობს. ვინაიდან იყო რისკები იმისა, რომ ეს პროდუქტი, რომელიც დასანქცირებულია სხვადასხვა ქვეყნის მიერ, მოხვედრილიყო რუსეთის ტერიტორიაზე, ჩაშენებულია შესაბამის მოდულში. როდესაც ამ პროდუქტის ექსპორტი ან ტრანზიტი ხდება, ვიკვლევთ საიდან მოხვდა ის საქართველოს ტერიტორიაზე. არ გამოვრიცხავ, რომ როგორც მაგალითად, პირობითად, ნარკოტიკული საშუალება, სამართლებრივად აკრძალული ნივთიერება მოხვედრილიყო რომელიმე ქვეყნიდან რომელიმე ქვეყანაში, არა მარტო ომის პერიოდში, ყოველთვის ხდება, გამორიცხვა, რომ შეუძლებელია კონტრაბანდული გზით რამე მოხვდეს ან ჩვენგან ან ჩვენი ქვეყნის გავლის გარეშე რუსეთში, ამას ვერ გადააზღვევს ვერავინ. თუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია, რომ რუსეთში ასეთი ბევრი პროდუქტი შედის, მაშინ კარგი იქნება, თუ ამას შესაბამის ორგანოებს, საბაჟო სამსახურს მიაწვდით. მე ასეთი ინფორმაცია არ მაქვს. მე მაქვს ინფორმაცია, რა გააკეთა საბაჟო სამსახურმა და რა პროდუქტის გადატანის საშუალება არ მისცა. ეს ყოველდღიურად და ხშირად ხდებოდა, განსაკუთრებით თავდაპირველ პერიოდში. რა თქმა უნდა, გადატანის მცდელობა იყო და აღკვეთეს, მათ შორის მახსოვს იყო გარკვეული აპარატურის, სურსათის გადატანის მცდელობა, რომელიც იყო ევროპაში წარმოებული“, – განაცხადა კაკაურიძემ და დასძინა: „ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსული პროდუქტი, რომელიც წარმოებულია ევროკავშირში და აკრძალულია, რომ ის არ უნდა შევიდეს რუსეთში, ყველა კონტროლდება“.

კითხვაზე – ამოწმებთ თუ არა ყველა მანქანას, რომელიც ახლა ლარსზე დგას? კაკაურიძემ შემდეგი პასუხი გასცა: „თუ გულისხმობთ, რომ ყველა მანქანა უნდა გავჩხრიკოთ და ყველას პროდუქტი ვნახოთ, ეს შეუძლებელია“.

ეროვნული ბანკი არახამიას პასუხობს: კატეგორიულად გამოვრიცხავთ, რომ სანქცირებულმა პირმა ფინანსური ოპერაცია განახორციელოს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები