ნიო იორკში მცხოვრები ქართველი, “ლგბტ საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი დავით მიხეილ შუბლაძე დაქორწინდა.
საქართველოს მოქალაქის პირველი გეი ქორწინება ნიუ იორკში, ტრადიციულ ქართულ სამოსში შედგა.
დავით შუბლაძის რჩეული მეთიუ განდოლფო ქართველი არ არის, თუმცა, საქორწილო ცერემონიაზე ჩოხა მასაც აცვია.
დაქორწინების შემდეგ, ახალ შეუღლებულებმა თეფშიც გატეხეს.
ფოტო სოციალურ ქსელში თავად დავით შუბლაძემ ატვირთა, ახლობლები წყვილს გაბედნიერებას ულოცავენ.