ქართველმა ექიმმა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი ფრენის უნარის მქონე დრონი შექმნა. დავით მრელაშვილი სიახლის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში პირად გვერდზე ავრცელებს.
ექიმი ე.წ. დრონის ფოტოს აზიარებს, ასევე ფოტოს “გუგლის” საძიებო სისტემიდან, სადაც აღნიშნულია, რომ დრონის ერთ-ერთი შემქმნელი დავით მრელაშვილია.
“გამარჯვების “პალასაზე” ვართ ქართველები, ბარემ ერთი გინესის მსოფლიო რეკორდიც დავამატოთ.
სურათზეა მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი ფრენის უნარის ელექტრული შვეულმფრენი – ე.წ. დრონი, და მისი შამქმნელი – თქვენი მონა-მორჩილი”, – წერს დავით მრელაშვილი.