LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველმა დირიჟორმა საერთაშორისო კონკურსზე ყველა რუსი კონკურსანტი უკან ჩამოიტოვა – ,,მშვიდობით, რუსებო!”

190
Capture

კოპენჰაგენში საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი იმართება, სადაც ახალგაზრდა ქართველი დირიჟორი, მირიან ხუხუნაიშვილი მონაწილეობს. კონკურსში 24 მონაწილეს შორის რამდენიმე რუსიც გახლდათ. მეორე ტურში ვერც ერთი მათგანი ვერ გადავიდა, ქართველი კონკურსანტი კი შემდეგ ეტაპზეა.

საერთაშორისო კონკურსის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა სტატია მირიან ხუხუნაიშვილის შესახებ, სახელწოდებით ,,მშვიდობით, რუსებო”, სადაც ამ თემაზეა ყურადღება გამახვებული.

მირიან ხუხუნაიშვილი ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობს და სწავლობს. ის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ქართველ დირიჟორად მიიჩნევა, რომელსაც საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი მუსიკალური ღონისძიებისთვის უდირიჟორია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები