ანტალიაში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი დასრულდა, რომლის საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი იყო. სასიხარულოა, რომ წარმატებით გამოვიდა ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე. მან ზედიზედ დაამარცხა ივანა ჰორვატი (ავსტრია, 6:0, 6:1), მარიანა დრაჟიჩი (ხორვატია, 6:2, 7:6), პია ჩუკი (სლოვენია, 6:3, 2:6, 6:2), იულია გრაბნერი (ავსტრია, 6:3, 6:4), გადამწყვეტ შეხვედრაში კი ბულგარელ ვიქტორია ტომოვას აჯობა – 6:4, 6:0 და მთავარი პრიზი მოიპოვა.
წყვილებში გორგოძემ და სოფიო ქვაცაბაიამ ფინალამდე მიაღწიეს და გადამწყვეტი ბრძოლა დათმეს.
გორგოძე და ქვაცაბაია ანთალიაში რჩებიან და ახალ 10 000-იან ტურნირში ჩაებმებიან.