Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ქართველი წყვილის ოქროს მედალი და უკან მოტოვებული რუსი მოცეკვავეები   – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი წყვილის ოქროს მედალი და უკან მოტოვებული რუსი მოცეკვავეები  

14704
lele xucishvili

საქართველოს სპორტცეკვების ეროვნული ფედერაციის წამყვანი მოცეკვავე წყვილისთვის,  ერეკლე გირგვლიანისა და ლელე ხუციშვილისთვის 2019/2020 წლის სეზონი.  წარმატებული აღმოჩნდა ახალი.

მათ სექტემბრის თვეში იასპარეზეს 2 საერთაშორისო შეჯიბრში პოლონეთში – მთავარ ქვეჯგუფში – უფროსი ასაკის (19-35 წ) მოცეკვავეებს შორის ლათინო-ამერიკული ცეკვების პროგრამით WDSF INTERNATIONAL OPEN LATIN; 15 სექტემბერს ვროცლოში, ხოლო 28 სექტემბერს იელენა გორა-ში.

ერეკლემ და ლელემ  ორივე შეჯიბრებაზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს და დაიმსახურეს მაყურებლისა და მსაჯების დიდი მოწონება, ხოლო საკუთარი შედეგი 5 ოქტომბერს კაუნასში, ლიტვა ჩატარებულ საერთაშორისო შეჯიბრზე გააუმჯობესეს, სადაც მათ ოქროს მედალი მოიპოვეს! აღსანიშნავია, რომ აქ მეორე და მესამეადგილოსნები გახდნენ მოცეკვავეები რუსეთიდან.  შეგახსენებთ, რომ რუსეთი სპორტის ამ დარგში მსოფლიოში პირველ ადგილზეა, როგორც მოცეკვავე წყვილების რაოდენობით, ასევე ხარისხით – მსოფლიოს ჩემპიონები როგორც ლათინო-ამერიკული ცეკვების პროგრამით, ასევე ევროპული ცეკვების პროგრამით სწორედ რუსი წყვილები არიან.

წყვილი დიდ მადლობას უხდის თანადგომისთვის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯებს, ვანო კანდელაკსა და ნინო ქავზინაძეს, სტუდია GS Dance Studio-ს ხელმძღვანელებს: გიგა გაბუნიას და სალომე კაპანაძეს, საქართველოს სპორტცეკვების ეროვნულ ფედერაციას და მის პრეზიდენტს გიორგი გაჩეჩილაძეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები