LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართველი ტაქსის მძღოლმა მითხრა, ქართველი ბიჭები უკრაინაში ნეტავ რისთვის დაიღუპნენო! რით აზროვნებს ეს ხალხი?! ეს კითხვა როგორ უნდა დასვა წარმოდგენა არ მაქვს” – ირაკლი ოქრუაშვილი

643
Capture

ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც რუსების წინააღმდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინაში იბრძოდა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “რეაქციას” სტუმრობდა.

მან რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით ქართველი ხალხის განწყობაზე ისაუბრა.

“ალბათ ჩვენში ვასალური თუ რა ტიპის აზროვნებაა არ ვიცი, მსგავს რიტორიკას იქ (უკრაინაში) ვერ ნახავთ.

სამი დღის წინ ვარშავაში ქართველი ტაქსის მძღოლმა მითხრა, ის სამი ბიჭი, ქართველები ნეტავ რისთვის დაიღუპნენო! რით აზროვნებს ეს ხალხი?! ეს კითხვა როგორ უნდა დასვა წარმოდგენა არ მაქვს”, – აღნიშნა ოქრუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები