LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი სტუდენტები პორტუგალიაში პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას შეძლებენ – მარიამ ქვრივიშვილი

122
lisbon

პორტუგალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის სახელმწიფო მდივანს რიტა მარკესს და ტურიზმის ორგანიზაციის პრეზიდენტს ლუიშ არაუჟუს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და პორტუგალიას შორის თანამშრომლობა ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროებში. ასევე აღინიშნა, რომ პირდაპირი რეისების არსებობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესაბამის მხარდაჭერას აღმოუჩენენ იმ ავიაკომპანიას, რომელიც პირდაპირი რეისების შესრულებას გადაწყვეტს. შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება თანამშრომლობის გაღრმავებაზე ტურიზმში პროფესიულ განათლების სფეროში.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მივიღეთ პორტუგალიის მხრიდან მხარდაჭერა, რომელიც მისცემს ქართველ სტუდენტებს ამ ქვეყანაში გაცვლითი პროგრამით ჩამოსვლის შესაძლებლობას, რომლის დროსაც ისინი გაეცნობიან ადგილობრივი ტურიზმის სექტორს და აიმაღლებენ კვალიფიკაციას. ეს, პირველ რიგში, ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას, განსაკუთრებით, მომსახურების ხარისხის ამაღლებას,“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები