მსოფლიოში სახელგანთქმულმა ქართველმა სოპრანომ, ნინო მაჩაიძემ ახლახან მილანის ერთ-ერთ კლინიკაში იმშობიარა. მას და მის მეუღლეს, ასევე საოპერო მომღერალს, გუიდო ლოკონსოლოს, გოგონა შეეძინათ. ქალიშვილს მათ ელენა დაარქვეს. წყვილს ჰყავს ალესანდრო, რომელიც უკვე დიდი ბიჭუნაა და დედასა და მამასთან ერთად სიამოვნებით პოზირებს ხოლმე ფოტოკამერების წინ.
ნინო მაჩაიძის მეუღლემ ქალიშვილის ფოტო, სადაც მისი სახე მხოლოდ ნახევრად ჩანს, სოციალურ ქსელში გააზიარა და დაწერა: „ახლა, როცა უკვბე ჩვენთან ერთად ხარ, შემიძლია ვთქვა, რომ შენ სიამოვნებისა და სილამაზის განსახიერება ხარ“.
ნინო მაჩაიძეს ვულოცავთ ამ ბედნიერ დღეს და პატარა ელენას ჯანმრთელობას ვუსურვებთ!..