ქართველი რეჟისორი ერმალო მაღრაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეუღლე, მანანა ხიდაშელი ავრცელებს.
როგორც ხიდაშელი საკუტარ ფეისბუქ გვერდზე წერს, რეჟისორი გუშინ საღამოს გარდაიცვალა.
კორონავირუსის მძიმე ფორმით, ერმალო მაღრაძე კორონავირუსის დიაგნოზით ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობდა.
გუშინ რეჟისორის მეუღლემ, მანანა ხიდაშელმა სოციალურ ქსელში დაწერა, “ცუდათ მყავს ჩემი ერმალო, გემუდარებით მოძღვრებს და მრევლს, გააძლიერეთ ლოცვები”.