LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მსახიობი გია აგუმავა, ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დააჯილდოვეს

521
გია აგუმავა

ქართველი მსახიობი გია აგუმავა, ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დააჯილდოვეს.

ელენე ნავერიანის ფილმი „სველი ქვიშა” კინოფესტივალის საკონკურსო სექციაში Concorso Cineasti del presente იყო წარდგენილი. ფილმი საქართველო-შვეიცარიის კოპროდუქციაა.

კინოფესივალი შვეიცარიაში, ქალაქ ლოკარნოში 1946 წლიდან იმართება. კინოდაჯილდოება ცნობილია, როგორც აღმოჩენების ფესტივალი.  მრავალი კინორეჟისორისა თუ მსახიობის კარიერა სწორედ ლოკარნოში დაიწყო.

ბოლო წლებში, კინოფესტივალის მთავარი ჯილდო, „ოქროს ლეოპარდი“ ორმა ქართველმა რეჟისორმა მოიპოვა. ანა ურუშაძემ ფილმისთვის „საშიში დედა“ და დავით ფირცხალავამ ფილმისთვის „მამა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები