LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მორაგბეების სახალისო ზედმეტსახელები, რომლებიც ღიმილს მოგგვრით

60

დღეს მსოფლიო თასი იხსნება!..

დღეს ლონდონში რაგბის მსოფლიო თასის გახსნა გაიმართება. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები უკვე მეოთხედ ასპარეზობს მსოფლიო ჩემპიონატზე, რაც ქართული რაგბისთვის და ზოგადად, სპორტისთვის დიდ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს. საქმე ის გახლავთ, რომ ქართული სპორტის გუნდური სახეობებიდან არც  ერთს არ უასპარეზია მსოფლიო ჩემპიონატზე.

ბიჭები ხვალ, ჩვენი დროით დღის სამ საათზე პირველ შეხვედრას ტონგას ნაკრებთან გამართავენ. საინტერესო ეს მატჩი იმითაც იქნება, რომ მსოფლიო თასზე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ჩვენ გვეყოლება, ვასილ ლობჟანიძე, რომელიც მილტონ ჰეიგმა ტონგას ძირითად შემადგენლობაში დააყენა. აღსანიშნავია, რომ ის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა ზოგადად რაგბის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში და არა მხოლოდ 2015 წლის თასზე.

ვასილ ლობჟანიძე

აქვე უნდა აღვნიშნოთ საინტერესო დეტალი, რომ თბილისსა და ბათუმში მოქმედებს სხვადასხვა საქომაგო ადგილები, სადაც დიდ ეკრანზე შეგეძლებათ გულშემატკივრობა.

ჩვენმა საიტმა შეიტყო ქართველი მოთამაშეების ზედმეტსახელების შესახებ, რომელთაგან ზოგიერთი უდავოდ მოგგვრით ღიმილს.

შალვა მამუკაშვილი – შადრე

გიორგი ჩხაიძე – ბინგო

ლევან დათუნაშვილი – ჩაქუჩა

მამუკა გორგოძე – გორგოძილა, გულივერა

გიორგი თხილაშვილი – კოკი

მერაბ კვირიკაშვილი – მეკო

გიორგი აფციაური – ვანდამა

სანდრო თოდუა – კოჭოია

დავით კაჭარავა – კაჭი

მერაბ შარიქაძე – ბუკა

ლაშა ხმალაძე – ქოქოსა

ვაჟა ხუციშვილი – ნიკორა

ვიქტორ კოლელიშვილი – ვიტო

 

ლევან დათუნაშვილი

 

ვაჟა ხუციშვილი