LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მორაგბეების იაპონელი თარჯიმანი: „თქვენს ძმობას ვფიცავარ, მე თქვენებს მივხედავ…“

231
rugby-news

ჰაიატე სოტომე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ქართველ მორაგბეებთან ერთად გადაღებულ ფოტოს და წერს, რომ სწორედ ის არის თარჯიმანი იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრებისთვის. ტექსტს ის ქართულად აქვეყნებს. გთავაზობთ მის სტატუსს:

„მოკლედ, თარჯიმანი გახლავართ რაგბის ეროვნული ნაკრებისა მსოფლიოზე. ეს ჩემთვის დიდი პატივია და კიდევ დიდი პასუხისმგებლობაც ქართველი ხალხის წინაშე, რადგანაც ჩემი მოვალეობაა ის, რომ ბორჯღალოსნებმა თავისი თავი უნდა იგრძნონ ისე კარგად, როგორც საქართველოში გრძნობენ, და რაღაცნაირი ისეთი შედეგები ჩამოიტანონ, როგორიც თქვენს გულს გაახარებს. ამისთვის მზად ვარ, რომ ჩემი მთელი ენერგია დავხარჯო ყველაფერში, რაც შემიძლია. აქედან გამომდინარე, მე ყველაზე ახლო გულშემატკივარი ვიქნები ფიზიკურად.

ერთი სიტყვით, თქვენს ძმობას ვფიცავარ, მე თქვენებს მივხედავ, ამაზე არ ინერვიულოთ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები