LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მელომანების წინაშე ედმარ კასტანედა წარდგება

94

“ივენთ ჰოლში” დღეს ქართველი მელომანების წინაშე ვირტუოზი არფისტი ედმარ კასტანედა წარდგება.

სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის რიგით მე-18 ჯაზ-ფესტივალი “ივენთ ჰოლში” ედმარ კასტანედას კონცერტით გრძელდება.

მეთვრამეტე ჯაზ-ფესტივალი 23 ოქტომბერს კანადელი მომღერლისა და პიანისტის დაიანა კროლის კონცერტით გაიხსნა. მომდევნო საკონცერტო დღეებში მსმენელის წინაშე ჯაზის სუპერვარსკვლავი, ბასისტი და ვოკალისტი ესპერანცა სპალდინგი, ერთ-ერთი საუკეთესო დრამერი ჯეფ ბალარდი და მისი ტრიო, ასევე, ცნობილი მესაყვირე – ავიშაი კოენი წარდგნენ.

“6-დღიანი საკონცერტო ტურნეს ფარგლებში, სასცენო მოღვაწეობის 25 წლის საიუბილეო ტურს თბილისში დაიწყებს და ჯაზ-ფესტივალს კონცერტით დაასრულებს ვარსკვლავური შემადგენლობის ლეგენდარული ჯგუფი “Fourplay”, – აცხადებენ სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები