ქართველი ლამაზმანი, რომელმაც გაეროში გამოსვლით სოციალური ქსელი ააფეთქა, თათია დოლიძე გახლავთ. მას განათლება რამდენიმე უცხოურ უნივერსიტეტში აქვს მიღებული, ამჟამად კი გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელია. ის გაეროს 71-ე გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა, რითაც რუსეთის წარმომადგენლის გაღიზიანება გამოიწვია. თავის გამოსვლაში თათიამ ყურადღება გაამახვილა იმ პრობლემებზე, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდები რუსეთის გამო აწყდებიან. თათიას თქმით, ისინი თავიანთი ფუნდამენტური უფლებებით ვერ სარგებლობენ.
თათიას გამოსვლამ, რომელიც „იუთუბზე“ დევს, დილიდანვე ააფეთქა ქართული სოციალური ქსელი. გოგონას ნიჭსა და სილამაზეს თაყვანისმცემლები გამოუჩნდნენ – „ეს გოგო მინდა მწერდეს, პური, პამპერსი და მაწონი წამოიღე, საყვარელო“ – აღნიშნავენ ერთ-ერთ სახალისო კომენტარში.