LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ხალხის პატივისცემის გამო, პუტინი მიიჩნევს, რომ სანქციები აუცილებელი არაა

1103
17_vs

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ის ქართველი ხალხის პატივისცემის გამო, არ მიიჩნევს საჭიროდ, რომ ქვეყანას სანქციები დაუწესოს. მისი განცხადებით, საქართველოში ანტირუსულ განწყობას ის ხალხი ქმნის, რომლებმაც ისტორია არ იციან და ამით აზიანებენ ქვეყანას.

2.90 - ლარი პუტინის გადაწყვეტილებას ელოდება და პანიკაშია

ბანკებში ლარის კურსი კატასტროფულად უფასურდება.

გარდა ამისა, რუსეთის ლიდერი მიიჩნევს, რომ ქართველი ჟურნალისტისთვის, “დიდი პატივი” იქნება მის გამო, რაიმე მნიშვნელოვანი სანქციების გატარება.

“დიდი პატივია სისხლის სამართლის საქმის აღძვრაც. დაე, გააგრძელოს მაუწყებლობა,” – განაცხადა პუტინმა რუსი პარლამენტარების ინიციატივაზე, რომ გაბუნიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.

რუსეთის დუმამ საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა

რუსეთის დუმამ საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დადგენილებას მხარი დაუჭირა – ინფორმაცია რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე და მედიაში გავრცელდა.

ამ წინადადებით, დუმა მთავრობას ურჩევს, რომ საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების შემოღებას მხარი დაუჭიროს და ეს შეთავაზება ვლადიმირ პუტინს გადაუგზავნოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები