ცნობილი ამერიკელი Foodie Flashpacker-ის ბლოგერი ნაჰან აგილერა საქართველოში მოგზაურობის შესახებ თავის ოფიაციალურ გვერდზე სტატიას აქვეყნებს.
„ვინაიდან საჭმელებზე ვწერ, იფიქრებთ, რომ საქართველოზე ჩემი მთავარი მოგონებები იმ საოცარ კერძებზეა, რომელიც გავსინჯე (და მალე სულაც არ დამავიწყდება), მაგრამ საბოლოოდ, ეს მოგონებები ხალხზეა და ესაა მიზეზი, რატომაც, აუცილებლად, დავბრუნდები აქ.
ჩემი მეგობრული მეზობლიდან დაწყებული, რომელმაც ინგლისური არ იცოდა და ყოველ დილით მეძახდა „ჰეი, ამერიკას”, Airbnb-ის მასპინძლის, რომელიც სრულიად უმიზეზოდ კართან საჩუქრად ღვინოს მიტოვებდა და „Work from Georgia”-ს ახალგაზრდა ინოვატორების ჩათვლით, ქართველი ხალხი ამ ქვეყნის მთავარი ღირსშესანიშნაობაა.
საქართველოში გატარებული დრო იყო დიდებული ნაზავი ტრადიციული მასპინძლობის გამოცდილებისა იმ დროს, როდესაც ქვეყანას ტურიზმის მიმართულებით დიდი გეზი აქვს აღებული. მოუთმენლად ველი დაბრუნებას, რომ ვნახო, რა იქნება შემდეგი და რაღა თქმა უნდა, გავსინჯო მეტი, უგემრიელესი ქართული საჭმელი. ხინკალი უკვე მენატრება”, – აღნიშნავს ნაჰან აგილერა.