ამერიკელი კონგრესმენი და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჯერი კონოლი ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნება“ კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს. იგი „ქართული ოცნების“ მხრიდან ამ ნაბიჯს დადებითად აფასებს. ჯერი კონოლი მოუწოდებს ოპოზიციურ პოლიტიკოსებს, რომ წარდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერონ
“ქართველი ხალხი იმსახურებს სტაბილურ მთავრობას, რომელიც გაერთიანებულია დემოკრატიული იდეალების ერთგულებისთვის. მოხარული ვარ, რომ პარტია „ქართული ოცნება“ ცდილობს, ამ მიზანს მიაღწიოს და მოვუწოდებ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, რომ იგივე გააკეთოს,”- განაცხადა სენატორმა.