LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი კალათბურთელები ჩემპიონთან დამარცხდნენ (ფოტო)

756

საქართველოს ვეტერანთა ნაკრებმა იტალიის ქალაქ მონტეკატინიში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მარცხი განიცადა და პირველობისთვის ბრძოლას გამოეთიშა. შეგახსენებთ, ჩვენებმა ჯგუფურ ეტაპზე ჩეხეთისა და კოლუმბიის გუნდები გაანადგურეს და პლეი ოფში გავიდნენ, სადაც მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონსა და ფავორიტ იტალიის ნაკრებს შეხვდნენ.

მატჩი დაძაბული გამოდგა. ქართველები ბოლომდე ინარჩუნებდნენ შანსს, თუმცა დასკვნით წუთებში შტურმის მოწყობა ვერ მოახერხეს და 15 ქულით – 87:102 დამარცხდნენ.

ჩვენი ნაკრების შემადგენლობას: ნოდარ ქორქია (მთავარი მწვრთნელი), გია ბერუაშვილი, გულივერ ახალკაცი, ალექსანდრე ფერიაშვილი, ლევან წულაია, დავით გიორგობიანი, დავით ჩიხლაძე, გია სანაძე, ზურა კობახიძე, ზაზა ღონღაძე, პაატა გურასპაული და ზაზა ცაგარეიშვილი.

საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვება და ოთხეულს მიღმა დარჩენილ გუნდებთან ერთად ტურნირის მე-5 ადგილისთვის იბრძოლებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები