Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„ქართველი ჯარისკაცები ითვლებიან ყველაზე უფრო პროფესიონალებად” – მამუკა ბახტაძე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართველი ჯარისკაცები ითვლებიან ყველაზე უფრო პროფესიონალებად” – მამუკა ბახტაძე

48417063_128757968063029_4322512914134073344_n

თავდაცვის მიმართულებით რეფორმები 2018 წელს იყო განსაკუთრებით წარმატებული, – ამის შესახებ მთავრობის წლიური ანგარიშის შეფასებისას პრემიერმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ რეფორმათა პაკეტი, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს, კიდევ უფრო მეტს ითვალისწინებს.

მამუკა ბახტაძის თქმით, ქართველი ჯარისკაცები ყველაზე პროფესიონალები არიან.

„ქართველი ჯარისკაცები ითვლებიან ყველაზე უფრო პროფესიონალ ჯარისკაცებად. ეს არ არის მხოლოდ ჩემი შეფასება. მომავალ წელს აშშ-ის დახმარებით გაიხსნება ერთერთი ყველაზე ძლიერი სამედიცინო ცენტრი მათთვის. მომავალ წელს ამავე დროს, განსაკუთრებული აქცენტები გვსურს, რომ გავაკეთოთ სხვა სოციალურ პროექტებზე. 2019-20 წლებში ხელფასი წოდების მიხედვით 7025 სამხედროს გაეზრდება და ამავე დროს 1634 ქართველი სამხედრო დაკმაყოფილდება ბინით,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მანვე, ტერორიზმზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა შესაბამისი უწყება, ამ მიმართულებით უმაღლეს დონეზე მუშაობს და ამას საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღნიშნავენ.

პრემიერმა ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც პოლიციელების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის კეთდება.

„ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური პროექტები ხორციელდება შსს-ში. ხუთ ქალაქში ხორციელდება შეღავათიანი ბინათმშენებლობის პროექტებში,“ – აღნიშნა ბახტაძემ.

მანვე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პოლიციელებს თავშეკავებისა და პროფესიონალიზმისთვის.

„ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, საზოგადოებას დაანახა, თუ როგორი მაღალი პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული პოლიცია,“ – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლას. ბახტაძის თქმითვე, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შსს-ს საგამოძებო და სხვა კომპონენტები დაემატოს.

„წარმატება სახეზეა, თუმცა ამით დაკმაყოფილებას არავინ აპირებს,“ – აღნიშნა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები