“ოქროს ბურთი” – უმაღლესი ჯილდოა ფეხბურთელისთვის. პრიზი ფრანგულმა სპორტულმა ჟურნალმა “France Football”-მა დააწესა და 1956 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად გაიცემა.
საფეხბურთო ბურთის ფორმის პრიზი მოოქროვილია.
საბჭოთა ფეხბურთელთაგან ეს პრესტიჟული ჯილდო სამ კაცს აქვს მოგებული. ესენია: ლევ იაშინი (1963 – ერთადერთი მეკარეა ამ პრიზის მფლობელი), ოლეგ ბლოხინი (1975 – აჯობა ბეკენბაურს და კრუიფს), იგორ ბელანოვი (1986 – გაასწრო გარი ლინეკერს და ემილიო ბუტრაგენიოს).
ამ სამის გარდა კიდევ 25 საბჭოთა ფეხბურთელი იყო ნომინირებული ევროპის პრესტიჟული ინდივიდუალური ტროფეის მოსაგებად. ჩვენთვის ძალზე სასიხარულო და საამაყოა, რომ მათ შორის ქართველი ფეხბურთელებიც არიან.
ესენი გახლავთ – სლავა მეტრეველი (1961 წ – 23-27 ადგილი და 1965 წ – 17-24 ადგილი) და მურთაზ ხურცილავა (1968 წ – 24-32 ადგილი და 1972 წ – 11-14 აადგილი), რომლებიც ორ-ორჯერ იყვნენ ნომინანტები.
ასევე – მიხელ მესხი (1961 წ – 17-22 ადგილი), რამაზ შენგელია (1981 წ – 7 ადგილი), ალექსანდრე ჩივაძე (1981 წ – 8 ადგილი), დავით ყიფიანი (1981 წ – 11-15 ადგილი).
მოკლედ, საერთო ჯამში, “ოქროს ბურთის” ნომინატებს შორის 6 თბილისის “დინამოელი” იყო.