Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ქართველი ექსპორტიორები ჩინეთის იმპორტის გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ექსპორტიორები ჩინეთის იმპორტის გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ

108

ჩინეთის ელჩთან ჩვენ ვისაუბრეთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტსა და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ჩინელი ინვესტორების დაინტერებაზე, – ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ძი იანჩისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„აღვნიშნეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს, სადაც ინტერესი გამოხატულია, მემორანდუმები გაფორმებულია და ვფიქრობთ, რომ მალე ეს ყველაფერი განხორციელდება“, – განაცხადა პირველმა ვიცე პრემიერმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული საკითხის შესახებ ჩინეთის ელჩმა ძი იანჩიმ განაცხადა, რომ ჩინური მხარე მიესალმება ჩინური კომპანიების მონაწილეობას ანაკლიის პროექტში.

ამასთან, როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ქართველ ექსპორტიორებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩინეთის იმპორტის გამოფენაში მონაწილეობა მიიღონ.

„მინდა ქართველ ექსპორტიორებს გავაცნო შესაძლებლობა, რომ მიმდინარე წლის 5-დან 10 ნოემბრამდე ჩინეთის ქალაქ შანხაიში ჩინეთის იმპორტის გამოფენა ტარდება, სადაც საქართველო მიწვეულია, როგორც მნიშვნელოვანი სტუმარი. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, გამოფენაზე ქართველი ექსპორტიორები წავიყვანოთ, რომლებიც ჩინეთში დაინტერესებულ პირებს საკუთარ პროდუქციასა და მომსახურებას გააცნობენ“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, შანხაის გამოფენა კარგი შესაძლებლობაა ქართველი მეწარმეებისთვის, რათა სამომავლოდ დააკონტრაქტონ და გაყიდონ საკუთარი პროდუქცია თუ მომსახურება, მათ შორის, საუბარია ტურიზმზეც.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2017 წელს ჩინეთიდან ტურიზმი 54 პროცენტით გაიზარდა. მისივე თქმით, აღნიშნული მაჩვენებელი იძლევა იმის პროგნოზირების შესაძლებლობას, რომ პოტენციალი ამ მიმართულებით დიდია. აქედან გამომდინარე, პირველი ვიცე პრემიერის განცხადებით, ჩინეთის გამოფენაში მონაწილეობით ასევე ტურისტული სექტორის წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ დაინტერესებულნი. 2018 წლიდან საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამოქმედდა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება გაზრდის ჩვენი ქვეყნის ექსპორტის შესაძლებლობებს ჩინეთის ბაზარზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები