LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყოველთვის შეუძლებლად მიგაჩნია, სანამ გააკეთებ“ – ქართველი ჟურნალისტი Fox News-ის პროდიუსერი გახდა

598
BeFunky-collage (2)

„ამერიკის ხმის“ ყოფილი ჟურნალისტი ნანა საჯაია  ერთ-ერთი გავლენიანი ტელეარხ Fox News-ის ვაშინგტონის ბიუროს პროდიუსერი გახდა. სასიამოვნო სიახლე ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში მეგობრებს თავად გაუზიარა და იმ ადამიანებს, ვინც გვერდში ედგა, მადლობა გადაუხადა.

„ნელსონ მანდელამ თქვა, ყოველთვის შეუძლებლად მიგაჩნია, სანამ გააკეთებ. 290 აპლიკაცია, უამრავი ინტერვიუ და 31 უარყოფითი პასუხი. საბოლოოდ Fox News-ის ვაშინგტონის ბიუროს პოლიტიკის გაშუქების პროდიუსერი ვარ.

გამიმართლა, რომ ნუნუ ჯაფარიძემ მირჩია, დაუჯერებელი თავგადასავალი გამეარა. ეს ძალიან რთული წლები იყო. მადლობა ყველა მეგობარს, ოკეანის ორივე მხრიდან ”, – წერს ნანა საჯაია.

https://www.facebook.com/nana.sajaia/posts/10156585206377546?__xts__[0]=68.ARB4lnGoL-78D2ccGpyJlMBnHl77tx4uqCU93Q-Gp4puJx51QI2PFP_7mdJdEhuz2LYAQ5JzXNOc4esUZnKV8Gcf6V_28Su0LseYTwmphJsv1X6RYO7eRtO0pxgakOK4CLFZbtXGQRwxnA_0oky0_CCcVb0ketP2vARMdh2-klmzkTiO05a4c7S_E7VQtVROtN_hGtcz-GCsdEZ5f5ZysUcY5MLV4BLkVSOkXSb2snoYerHwSLgjeKrl4DMpa2VcbhQwaJS2EApj&__tn__=-R

ნანა საჯაია, ვაშინგტონში, ამერიკის ხმის ქართული რედაქციის ჟურნალისტი, სხვადასხვა დროს ინგლისურენოვან გაზეთ Georgia Today-ს რედაქტორი, ჟურნალ ლიბერალის ვებ რედაქტორი და რადიო „ცხელი შოკოლადის“ მთავარი რედაქტორი იყო. თანამშრომლობდა საერთაშორისო მედია ორგანიზაციებთან როგორიცაა BBC, France24 და TOL (TransitionsOnline).

Fox News-ის სათაო ოფისი ნიუ იორკში, მანჰეტენზე მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები