LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ბიჭი მორაგბეების საგულშემატკივროდ ედინბურგში ველოსიპედით ჩავიდა

975
sandro datashvili

სანდრო დათიშვილი, რომელიც საქართველოდან ედინბურგის მიმართულებით ველოსიპედით გაემგზავრა, დანიშნულების ადგილზე ჩავიდა.

შოტლანდიაში ქართველი ველოსიპედისტი მოგზაურობის მეოთხმოცე დღეს ჩავიდა. ედინბურგში ქართველი საქართველო-შოტლანდიის რაგბის მატჩს უნდა დაესწროს, რომელიც 6 სექტემბერს გაიმართება.

შოტლანდიამდე მან წვიმიანი ბრიტანეთი გაიარა და როგორც თავად ამბობს, ზედიზედ ოთხი დღე წვიმაში მოუწია სიარული. სიჩქარის მიუხედავად, მან ლონდონის დათვალიერებაც მოასწრო და მეგობრებსა და გულშემატკივრებს ქალაქის შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებები გააცნო.

“ბრიტანეთი გავირბინე რასაც ქვია, ამინდების გაუარესების და ვერ მოსწრების შიშით. წედიზედ 4 დღეა წვიმაში სიარულს ვერ ავცდი, მაგრამ ვერ გვაშინებს ნისლიანი ალბიონი.

ინგლისში გადმოვედი თუ არა პირველი პრობლემა იყო ის, რომ ყველაფერს აქვს ღობე, ძირითადად მაყვლის ბუჩქები ან მსგავსი რაღაცები. გულით რომ გინდოდეს, სხვის ვენახში კარავს ვერ გაშლი შენს გემოზე კაცი… ნუ ჯანდაბას. მეორეზე ჩავედ ლონდონში,

მესამე დღეს, მასპინძლების ინიციატივით, ბრაიტონის პლაჟზეც მოვასწარი გაგორება. მეოთხეზე კი დავიწყე დათვალიერება საფუძვლიანად და საკმარისად ბევრი ვიბოდიალე რამდენიმე დღე, იმ დასკვნამდე მისასვლელად რომ ლონდონი არის ნაგავი. არ ვიცი რა წარმოგიდგენიათ თქვენ მაგრამ არის ცივი, ბინძური, ქაოსური, ძვირი, უშნო, არცთუ უსაფრთხო და მოუწესრიგებელი. ირევა ერთმანეთში ყველა ჯიშის ხალხი და აერთიანებთ, მხოლოდ ფულის შოვნის მიზანი. ყველაზე მეტი ადგილობრივი მათხოვარიც აქ არის, სხვა ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით სადაც თუ ვინმე მათხოვრობს, ალბათ მიგრანტი. არისყველაფერი რაც მანამდე გსმენიათ, არის სტერეოტიპი ან წარსული… ბიგბენიც შეფუთული დამხვდა… მოკლედ სრული იმედგაცრუება (გარდა ზოგიერთი ღირსშესანიშნაობისა და თანამედროვე შენობისა რაც ვიცოდი რომ უნდა მენახა) ამოვწუროთ ამით ლონდონი თორემ მწარედ გამელანძღვინება.

სიტუაცია გამოსწორდა როგორც კი გავცდი ლონდონს და სხვა ქალაქები გამოჩნდა. აი იქ უკვე ჩანს ნამდვილი ბრიტანეთი. ისტორიაც, ხალხიც, ტრადიციაც. შენობები უფრო დალაგდა, მეტი ჰარმონია, აღარც ელიავას ბაზარს აღარ გავს, ეზოებიც გამწვანდა და ქუჩიდან ნაგავიც გაქრა (არ გამქრალა მხოლოდ მაყვლის ბარდები საკარვე ადგილებიდან). საინტერესო იყო პატარა ვიწრო არხების ქსელიც რომელიც აკავშირებს სხვადასხვა პუნქტებს და გამოიყენება სასეირნოდ, ნავებით გადასაადგილებლად და იმავე ნავებში საცხოვრებლად. მთელი უბანი შეიძლება იყოს სადმე ასეთი :))

ხალხი წაუქართველებს ქცევით და ყოფით, ტემპერამენტით. ისე ამათი არისტოკრატია რა ვთქვი მე, წითელზე ისე გადარბიან, უთავმოყვარეო ქართველიც კი რომ არ იკადრებს. ამაყი ტიპები არიან დანარჩენ ევროპელებზე. გარეგნობით ვერ დაიტრაბახებენ, ძირითადად ყველა გოგო უეინ რუნის გავს ან პრინც ჩარლის.

ყველაფრის მიუხედავად დიდი სიამოვნებაა აქ ყოფნა და ყველაფერ ახალთან კონტაქტი. ინგრძნობა ხასიათი და ინდივიდუალიზმი. განსხვავებული ბალახი, განსხვავებული მოძრაობა, განსხვავებული არქიტექტურა, აგური, ქვა, ბალახი, მთა. ცხვრებიც კი სხვანაირად გამოიყურებიან. სანახავად ნამდვილად ღირს,” – წერს სანდრო.

სანდროს ველომოგზაურობა 20 ივნისს დაიწყო და ამბობს, რომ მატჩზე დასწრების გარდა, მოგზაურობის მიზანი და მოტივაცია უფრო ღრმაა.

„ბოლომდე მგონია რომ კარგ რამეს ვაკეთებ როგორც საკუთარი შინაგანი, პიროვნული და კულტურული განვითარებისთვის, ისევე ჩემი მეგობრებისთვის, გარემოცვისთვის და ალბათ ქვეყნისთვის. ცოტა ალბათ განერვიულებთ ვისთვისაც სულ ერთი არ ვარ ამ 3 თვის განმავლობაში, მაგრამ თქვენი თანადგომის და გამხნევების დიდი იმედი მაქვს,“ – დაწერა მან წასვლამდე და ამ დღის მერე, „ფეისბუქ“ ფრენდებს სხვადასხვა წერტილიდან საოცარი ფოტოებითა და თავგადასავლებით ანებივრებს.

გაიცანით ქართველი, რომელიც შოტლანდია-საქართველოს რაგბის თამაშზე ველოსიპედით მიდის [ფოტოები]

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები