ქართველი ბალეტის მოცეკვავე, გიორგი ფოცხიშვილი, რომელიც ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის დასის წევრი და სოლისტია, ახლახან პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა. მას ალექსანდრა რადიუსის პრიზი მიენიჭა, როგორც საუკეთესო მოცეკვავეს.
ჟიურიმ აღნიშნა:
„ერთხმად შევთანხმდით, რომ პრიზი გადაეცა ქართველ მოცეკვავეს გიორგი ფოცხიშვილს, რომელიც Junior Company-ს 2020 წელს შეუერთდა და ახლა, სამი წლის შემდეგ, უკვე ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის სოლისტია. (…) გასულ სეზონში გიორგიმ აჩვენა, რომ ჩამოყალიბდა მაღალკვალიფიციურ მოცეკვავედ, რომლის არ დანახვა უბრალოდ არ შეიძლება“.
თავად გიორგი ფოცხიშვილმა კი დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც ახლახან გაიმართა, აღნიშნა:
„ალექსანდრას და ჟიურის წევრების უაღრესად მადლობელი ვარ ამ დაუჯერებელი აღიარებისთვის. მათი რწმენა ჩემ მიმართ ნიშნავს აღიარებას ასევე მსოფლიოში! ნამდვილად დიდი პატივია, ვიყო ამ საოცარი ისტორიის ნაწილი ისეთ ნიჭიერ მოცეკვავეებთან ერთად, რომლებმაც ადრე მიიღეს ეს პრიზი. ჩემი სახელის დანახვა მათ შორის იყო ოცნება!“
შეგახსენებთ, რომ გიორგი ფოცხიშვილი ცნობილი მოცეკვავისა და ქორეოგრაფის, გელოდი ფოცხიშვილის შვილიშვილია.