Wally Gallery მეტავერსს უერთდება. კომპანიის ინფორმაციით, გალერეაში წარმოდგენილი თანამედროვე ქართველი ხელოვანების ნამუშევრები მეტავერსში გაიყიდება.
„თანამშრომლობას ვიწყებთ AdRunner NFT-სთან, რომლის მიზანია მეტა სამყაროში სარეკლამო პლატფორმის განვითარება! მათ განთავსებული აქვთ რამდენიმე ინტერაქტიური ბანერი, Decentraland-ისა და Sandbox-ის მეტავერსებში! ინტერაქტიური ბანერის გამოყენებით, Wally Gallery აცნობს ქართველ არტისტებს მეტავერსის ადგილობრივებს და საშუალებას აძლევს შეიძინონ ნამუშევრები“, – აცხადებენ გალერეაში.
ცნობისთვის, Wally არის ხელოვნების საკომუნიკაციო პლატფორმა Art Inception-ის ონლაინ გალერეა. მისი მიზანია თანამედროვე ქართველი ხელოვანების ნამუშევრები უფრო ხელმისაწვდომი იყოს და არტის ყიდვა-გაყიდვის პროცესი გამარტივდეს.