LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ალპინისტი მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე ავიდა

1307
avtandil

საქართველო მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის პრეზიდენტი, ავთანდილ ცინცაძე 16 მაისს მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე, ევერესტზე ავიდა.

მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ცნობით, ევერესტზე ასვლა ნეპალის მხრიდან განხორციელდა.

ექსპედიცია ავთანდილ ცინცაძემ თავად დაგეგმა და დააფინანსა. ამჟამად მთამსვლელები მეოთხე ბანაკში იმყოფებიან და ძალებს იღდგენენ. შემდეგ კი ცინცაძე საქართველოში დაბრუნდება.

საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდენტი ავთანდილ ცინცაძე მეთერთმეტე ქართველია, რომელმაც დედამიწის უმაღლესი მწვერვალი, ევერესტი (8848 მ), დაიპყრო. 55 წლის ალპინისტი ინტერნაციონალურ ექსპედიციაში 2 აპრილს ჩაება, ბრიტანელ, სამხრეთკორეელ, ინდოელ და ნეპალელ ალპინისტთა ჯგუფთან ერთად.

ცნობისთვის, მწვერვალზე ქართველი ალპინისტებიდან პირველი რომან გიუტაშვილი ავიდა 1991 წელს. ქართველებს შორის რეკორდსმენი კი გია თორთლაძეა, რომელმაც ევერესტი სამჯერ დალაშქრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები