LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართველებო, მხარს გიჭერთ” – რუსების რეაქცია პუტინის აკრძალვაზე

3792
DSC6206

რუსეთის მოქალაქეების ნაწილს, პრეზიდენტის მიერ 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვაზე, მწვავე რეაქცია აქვს. ისინი ამბობენ, რომ საქართველოში არც ერთი რუსი ტურისტი არ დაშავებულა და უცნობია, რატომ გაიცა აღნიშნული ბრძანება.

“ზაფხულის სეზონზე, უკვე ათასობით ბილეთი ნაყიდია ბათუმისკენ, ბინები დაჯავშნილია…” – წერენ ისინი სოციალურ ქსელში და რუსეთის ხელისუფლებას აკრიტიკებენ. ერთ-ერთ მათგანს ციცერონის ფრაზაც მოჰყავს: “რაც უფრო ახლოვდება იმპერიის კრახი, მით უფრო უგუნურია მისი კანონები”.

ზოგიერთი რუსეთის მოქალაქე, ქართველებს ამშვიდებს და წერს, რომ ვერანაირი ეკონომიკური სანქცია, საქართველოს ვერაფერს დაუშავებს.

მათ კომენტარებს “ფეისბუქში” ქეთი გეგიაძე ავრცელებს:

“ყველა კომენტარი ვერ დავსქრინე, ძალიან ბევრია. .აქ ჩანს რუსი ტურისტების ჯანსაღი რეაქცია პუტინის ქლიავ სვლაზე. რა მაგრად დაგვსაჯა ისე,საკუთარ მოქალაქეებს დასვენება აუკრძალა  #putinkhuiloმართლა” – წერს ის.

ამასთან, რუსეთის მოქალაქეები საქართველოსთან ავიამიმოსვლის შენარჩუნებისთვის პეტიციას აწერენ ხელს

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინის ბრძანება ძალაში 8 ივლისიდან შედის და ის რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ტრანსპორტირებას უკრძალავს. ტუროპერატორებს ასევე ეკრძალებათ ტურისტული საგზურების საქართველოში დაგეგმვა და რეალიზაცია. ამ ნაბიჯს კრემლი სახელმწიფო ინტერსებით ხნის.

ამასთან, პუტინმა ტუროპერატორებს მითითება მისცა, რომ აკრძალვის პერიოდში საქართველოს მიმართულებით ტურისტული საგზურები არ გაყიდონ. პუტინმა მინისტრთა კაბინეტს დაავალა, სამშობლოში დააბრუნონ რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში დროებით არიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები