LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, პირთა ზეგავლენა პოლიტიკაზე კანონის დამტკიცებით იქნება წარმართული, თუ სხვა გზით“: ევროკავშირის ელჩი „დეოლიგარქიზაციის“ კანონზე

43
პაველ ჰერჩინსკი

„საქართველოს გადასაწყვეტია, როგორი იქნება პროცესი, რომელიც დეოლიგარქიზაციას ეხება. ეს არის იმ სისტემური ჩარჩოს შექმნა, რომელშიც გამოირიცხება პირთა არასასურველი ინტერესი და ზეგავლენა პოლიტიკაზე“, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

„ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, პირთა ზეგავლენა პოლიტიკაზე კანონის დამტკიცებით იქნება წარმართული, თუ სხვა გზით“: ევროკავშირის ელჩი „დეოლიგარქიზაციის“კანონზე

როგორც დიპლომატმა აღნიშნა, დეოლიგარქიზაცია ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელზედაც საქართველოსგან წინსვლას ელოდებიან. ელჩის თქმით, ეს არ არის მარტივი რეკომენდაცია.

„ჩვენ ვიცით, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ მომზადებულმა კანონპროექტმა პარლამენტში მეორე მოსმენა გაიარა. ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნოს, ვენეციის კომისიას შეუძლია საკუთარი რეკომენდაციების გამოქვეყნება და ეს რეკომენდაციები მხედველობაში იქნება მიღებული.

ეს კომისარმა ვარჰეიმაც აღნიშნა, როდესაც გასულ კვირას საქართველოში იმყოფებოდა. საქართველოს გადასაწყვეტია, როგორი იქნება პროცესი, რომელიც დეოლიგარქიზაციას ეხება.

ეს არის იმ სისტემური ჩარჩოს შექმნა, რომელშიც გამოირიცხება პირთა არასასურველი ინტერესი და ზეგავლენა პოლიტიკაზე. ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, ამის დარეგულირება კანონის დამტკიცებით იქნება წარმართული, თუ სხვა გზით.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს კანონპროექტი მოსაზრებისთვის გაგზავნილი იქნება ვენეციის კომისიასთან და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული.“ – განაცხადა ელჩმა.

პაველ ჰერჩინსკი: იმედი მაქვს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, მაგრამ ეს დამოკიდებულია პოლიტიკურ ელიტაზე