LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველების ტრიუმფი რუსეთში: საგარეჯომ ევროპა გროზნოში მოიგო (ვიდეო)

25

გროზნოში, ძიუდოში ევროპის საკლუბო ჩემპიონატი, “ოქროს ლიგა” გაიმართა, რომელზეც ქართული კლუბები წარმატებით გამოვიდნენ.

„ოქროს ლიგის“ გამარჯვებული გახდა “საგარეჯო”, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში მასპინძელი, რუსული კლუბი “ივარა ნევა” 3:2 დაამარცხა. გადამწყვეტი შეხვედრა ლევან მატიაშვილმა რენატ საიდოვთან იპონით დაასრულა.

გასული წლის ჩემპიონმა, “მებრძოლმა” ბრინჯაო მოიპოვა გერმანულ “აბენსბერგთან” გადამწყვეტი შეხვედრის მოგებით – 4:1.

ძიუდოს კლუბი “საგარეჯო სუპერსტარსი” ევროპაში უძლიერესია. ეს გუნდი საქართველოს ნაკრების წევრებითაა დაკომპლექტებული და აზერბაიჯანისა და საბერძნეთის ნაკრების ძიუდოისტებით გაძლიერებული.

ჩეჩნეთის დედაქალაქში გამართულ პრესტიჟულ ტურნირზე “საგარეჯომ” სამი გამარჯვება მოიპოვა. შეჯიბრება ლისაბონის “სპორტინგთან” გამარჯვებით 3:2 დაიწყო. ნახევარფინალში გერმანიის “აბენსბერგს” გამანადგურებელი ანგარიშით – 5:0 აჯობა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი სანკტ-პეტერბურგის “იავარა ნევას” მოუგო 3:2.

i_83665eb2aa33646996acd0b3b0cdc7ee_1481995577561451_0

ფინალურ შეხვედრაში, “საგარეჯოს” სახელით იჭიდავეს: ნიჯათ შიხალიზადემ (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ), რომან მუსტოპულოსმა (81 კგ), ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) და ლევან მატიაშვილმა (+90 კგ).

 

https://www.youtube.com/watch?v=3xv3uYdnKso

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები